ელექტრონული ხელშკრულება:
თქვენ მიერ საიტზე დარეგისტრირება და მისი მოხმარება გულისხმობს, რომ ეთანხმებით წინამდებარე ონლაინ ხელშეკრულების პირობებს. გთხოვთ, არ დააჭიროთ ღილაკს „ვეთანხმები“ იმ შემთხვევაში თუ არ გაცნობილხართ წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს. ღილაკზე „ვეთანხმები“ დაჭერა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით მოცემული ხელშეკრულების ყველა პირობას და ეთანხმებით მას. გაცნობებთ, რომ თანხმობის ღილაკზე დაჭერას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, რაც ხელმოწერას.
ტერმინთა განმარტება:
- ონლაინ მაღაზია - www.aptosshop.ge
- პროდუქტი - www.aptosshop.ge - ზე განთავსებული პროდუქტი;
- მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია;
- რეგისტრაცია - მყიდველის იდენტიფიცირებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღების ელექტრონული პროცესი;
- ავტორიზაცია - მყიდველის შესვლა მომხმარებლის პირად კაბინეტში;
- მყიდველი - პირი, რომელიც იძენს პროდუქტს შპს „აპტოსისგან“ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით;
- გამყიდველი - შპს „აპტოს“, რომელიც ყიდის პროდუქტს ონლაინ მაღაზიის მეშვეობით;
- სერვისი - ნაყიდი პროდუქტის ადგილზე მიტანის მომსახურება, რომელსაც შესაძლებელია ახორციელებდეს გამყიდველი ან მესამე პირი, გამყიდველის პასუხისმგებლობის ქვეშ.
- რეგისტრაცია:
- იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს გამყიდველის მიერ შემოთავაზებული სერვისით, უნდა გაიაროს სარეგისტრაციო პროცედურა.
- მომხმარებელმა, რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია და ცვლილების დროს განაახლოს ისინი. არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის დროს გამყიდველი უფლებამოსილია წაშალოს ან დაბლოკოს მომხმარებელი. არასწორი ინფორმაციის არსებობა გამორიცხავს გამყიდველის ნებისმიერ პასუხისმგებლობას.
- იურიდიული პირის რეგისტრაციის დროს უნდა მიეთითოს შეკვეთაზე პასუხისმგებელი პირი, მისი სახელი, გვარი, დაკავებული პოზიცია და ტელეფონის ნომერი. ასევე, უნდა მიეთითოს იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი.
- გამყიდველი უფლებამოსილია რეგისტრაციის პროცესში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია წაშალოს ან დაბლოკოს მომხმარებელი.
- წარმატებული რეგისტრაციის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს საკუთარი ვინაობა ელ-ფოსტის მისამართის ან მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით, რომლის არჩევის საშუალებაც ექნება სარეგისტრაციო ფორმის ბოლოს.
- მომხმარებელს ელ-ფოსტაზე მიუვა წერილი აქტივაციის ბმულით (აქტივაციის მოქმედების პერიოდი განისაზღვრება 24 საათით. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ აქტივაციის ბმული არავალიდურია, თუმცა შესაძლებელია მისი ხელახლა მოთხოვნა);
- მობილურ ტელეფონზე მოხმარებელს მიუვა ერთჯერადი კოდი SMS-ის სახით (აქტივაციის მოქმედების პერიოდი განისაზღვრება 24 საათით. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ კოდი არავალიდურია, თუმცა შესაძლებელია მისი ხელახლა მოთხოვნა);
- მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინახება გამყიდველთან. გამყიდველი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურად, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- ავტორიზაცია:
- რეგისტრაციის წარმატებით დადასტურების შემდეგ, მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, გაიარონ ავტორიზაცია ელ-ფოსტის მისამართისა და არჩეული პაროლის საშუალებით. ავტორიზაციისას შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ საკუთარი პაროლის დამახსოვრება, ხოლო პაროლის დავიწყების შემთხვევაში მისი აღდგენა ელ-ფოსტის მისამართის ან მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით:
- მომხმარებელს ელ-ფოსტაზე მიუვა წერილი ბმულით, რომელიც გადაიყვანს პაროლის შეცვლის ველში;
- მომხმარებელს მობილურზე მიუვა კოდი, რომელსაც შეიყვანს პაროლის აღდგენის დროს ვებ-გვერდზე გამოსულ ველში;
- მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეეძლება საკუთარი ანგარიშის დეაქტივაცია, რის შემდეგაც მისი პირადი მონაცემები მთლიანად წაიშლება ვებ-გვერდის ბაზიდან.
- პროდუქტის შეკვეთისა და შესყიდვის პირობები:
- ვებ-გვერდზე შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეეძლება სასურველი პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა (შეძენის უფლებების მიხედვით) და მისი შეძენა შემდეგი ეტაპების გავლით:
- პროდუქტის არჩევა;
- ზომის შერჩევა (არსებობის შემთხვევაში);
- რაოდენობის შერჩევა;
- პროდუქტის პირად კალათაში მოთავსება;
- შეძენის პროცესზე გადასვლა;
- შეძენა.
- შეკვეთის სისწორეზე პასუხისმგებელია მყიდველი.
- მყიდველს ეკრძალება პროდუქტის შეძენა მისი შემდგომი გაყიდვის მიზნით. პროდუქტის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და პროფესიული საქმიანობისათვის.
- მყიდველის მიერ პროდუქტი შეძენილად ჩაითვლება გამყიდველის ანგარიშზე თანხის ასახვის მომენტიდან.
- პროდუქტის ფასი:
- პროდუქტის ფასი მითითებულია გამყიდველის ვებ საიტზე.
- პროდუქტის ფასი მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯს.
- პროდუქტის ფასი ასევე მოიცავს დღგ-ს.
- პროდუქტის მიწოდების პირობები:
- იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მე-3 მუხლში გათვალისწინებულ მოქმედებებს შეასრულებს კონკრეტული თარიღის დადგომის შემდეგ, 00:00 საათიდან არაუგვიანეს 12:00-მდე, მას პროდუქტი მიეწოდება მითითებულ მისამართზე მისი შეძენის დღესვე. თუკი შეძენის დღე ემთხვევა არასამუშაო ან უქმე დღეს, პროდუქტის მიწოდება განხორციელდება არასამუშაო ან უქმე დღის მომდევნო სამუშაო დღეს.
- იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მე-3 მუხლში გათვალისწინებულ მოქმედებებს შეასრულებს 12:00-დან მეორე დღის 00:00 საათამდე, მას პროდუქტი მიეწოდება მითითებულ მისამართზე მისი შეძენიდან მომდევნო დღეს. თუკი შეძენის მომდევნო დღე ემთხვევა არასამუშაო ან უქმე დღეს, პროდუქტის მიწოდება განხორციელდება არასამუშაო ან უქმე დღის მომდევნო სამუშაო დღეს.
- ამ ხელშეკრულების 5.1 და 5.2 პუნქტებში მითითებული ვადები ვრცელდება მხოლოდ თბილისში მიწოდებაზე. რეგიონებსა და სხვა ქალაქებში პროდუქტის მიწოდება ხორციელდება პროდუქტის შეძენიდან 2-დან 4-დღის განმავლობაში. თუკი პროდუქტის შეძენის ანდა მიწოდების დღე/დღეები ემთხვევა არასამუშაო ან უქმე დღეს, პროდუქტის მიწოდება განხორციელდება არასამუშაო ან უქმე დღის მომდევნო სამუშაო დღეს.
- გამყიდველი პასუხისმგებელია ტრანსპორტირებისას ნივთის დაზიანების ან შემთხვევითი დაღუპვის რისკზე.
- პროდუქტის მიწოდების ვადები არ ჩაითვლება დარღვეულად, თუ ვადის დაღვევა გამოწვეულია მესამე პირის (გადამზიდი კომპანიის), დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოებების არსებობის გამო.
- მყიდველი პროდუქტის მიღებისთანავე ამოწმებს მის შეფუთვას და პროდუქტს იბარებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით, რითიც ადასტურებს, რომ პროდუქტს არ აღენიშნებოდა დაზიანებები და პროდუქტი იყო სათანადო ფორმით მიწოდებული.
- მყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს პროდუქტი, თუ მას აღმოაჩნდება შემდეგი ნაკლი: დაზიანებული პირველადი ან მეორადი შეფუთვა, ვარგისიანობის ვადა ან სხვა სახის ნაკლი რაც შეუძლებელს ხდის მყიდველის მიერ პროდუქტის გამოყენებას.
- თუკი მყიდველი 5.6. მუხლში მითითებული წესით ჩაიბარებს პროდუქტს, იგი კარგავს უფლებას დაუბრნოს პროდუქტი გამყიდველს. მხარეები თანხმდებიან, რომ ნაკლად არ მიჩნევა პროდუქტის ინსტრუქციაში მითითებული უკუჩვენებები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს მისი მოხმარების შემდეგ.
- მყიდველის უფლება მოვალეობები:
- მყიდველი ვალდებულია:
- დაიცვას წინამდებარე ხელშკრულებით გათვალისწინებული პირობები;
- გამოიყენოს ონლაინ მაღაზია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად;
- არ შექმნას ერთზე მეტი ანგარიში პირადი მოხმარებისათვის;
- არ გადასცეს საკუთარი ანგარიში სხვა პირს;
- არ დაარღვიოს გამყიდველის ინტელექტუალური საკუთრება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- აიღოს პასუხისმგებლობა ყველა იმ ქმედებაზე, რასაც განახორციელებს ონლაინ მაღაზიის საიტზე;
- დაუყოვნებლივ დააკორექტიროს მომხმარებლის პირად კაბინეტში შეცვლილი სარეგისტრაციო ინფორმაცია;
- გადაიხადოს პროდუქტის ღირებულება.
- მყიდველი უფლებამოსილია:
- გააუქმოს ინტერნეტ მაღაზიის ანგარიში;
- არ მიიღოს პროდუქცია, თუ გამყიდველის მიერ მიწოდებულია წუნდებული პროდუქტი ან ისეთი პროდუქტი, რომელიც მყიდველს არ შეუკვეთავს.
- მოითხოვოს პროდუქტის შეცვლა გამყიდველს მე-6 მუხლის შესაბამისად;
- დაუყოვნებლივ მიაწოდოს გამყიდველს ინფორმაცია რეგისტრაციის, ავტორიზაციის ან შეკვეთის დროს აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზის ან უზუსტობის შესახებ.
- გამყიდველის უფლება მოვალეობები:
- გამყიდველი ვალდებულია:
- გადასცეს მყიდველს პროდუქტი წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
- გადასცეს მყიდველს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი;
- დროულად მიაწოდოს მყიდველს პროდუქტი;
- მიაწოდოს პროდუქტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი;
- მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების დაბრკოლების შესახებ.
- გამყიდველი უფლებამოსილია:
- დაბლოკოს ან წაშალოს მყიდველის მომხმარებლის ანგარიში თუკი წარმოდგენილია ყალბი/არასწორ ინფორმაცია მომხმარებლის მიერ, ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლის დარღვევის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
- გამოიყენოს მყიდველის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია სხვადასხვა რეკლამებისა და შეთავაზებებისათვის.
- ინტელექტუალური საკუთრება:
- გამყიდველის ინტელექტუალური საქმიანობის ყველა ნაყოფი, რომელიც გამოყენებულია და განთავსებულია საიტზე, მათ შორის სასაქონლო ნიშნები, დიზაინი და პატენტი, არის გამყიდველის ინტელექტუალური საკუთრება ან იყენებს მას მართლზომიერად, სხვისი უფლებების შელახვის გარეშე. აღნიშნული უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით. გამყიდველის ნებართვის გარეშე ინტელექტუალური საკუთრების (მათ შორის, საიტის ვიზუალური მხარის ელემენტების, სიმბოლოების, ტექსტების, გრაფიკული ნახატების, ილუსტრაციების, ფოტოების, ვიდეოების, პროგრამების, მუსიკისა და სხვა ობიექტების) გამოყენება მიიჩნევა უკანონო ქმედებად.
- გამყიდველის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება მყიდველს შეუძლია მხოლოდ პირადი არაკომერციული მიზნებით. ასეთ შემთხვევებში, მყიდველი ვალდებულია დაიცვას გამყიდველის ინტელექტუალური საკუთრება.
- პასუხისმგებლობა:
- მხარეები პასუხს აგებენ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისასთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- გამყიდველი პასუხს აგებს მყიდველის მიერ მიყენებული ისეთი ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი ბრალეული ქმედებით, მათ შორის პროდუქციის შენახვის დადგენილი წესის დარღვევისათვის.
- მხარეები პასუხისმგებელნი არიან ასევე კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვაზე. კონფიდენციალურ ინფორმაციად ითვლება კომერციული საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები და ა.შ. ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია შეინახოს მყიდველის პერსონალური მონაცემები, მათი კონფიდენციალურობის დაცვის გზით.
- ფორს–მაჟორი
- ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
- ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემკვეთის ან/და შემსრულებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.
- ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
- დავების განხილვა:
- მხარეთა შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით 30 დღის ვადაში,
- თუ მხარეები დავას ვერ მოაგვარებენ ურთიერთშეთანხმების გზით, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
- მხარეთა გარანტიები:
- მხარეები იძლევიან გარანტიას რომ არ დაარღვევენ კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
- მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ დებენ იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას;
- მყიდველი იძლევა გარანტიას, რომ არის 18 წელს მიღწეული პირი;
- მყიდველი იძლევა გარანტიას, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებს და აღიარებს მას როგორც იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტად. მყიდველი, ასევე, ეთანხმება წესების დადასტურების ელექტრონულ ფორმას. გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ დარეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ მიაწვდის მყიდველს ნაყიდ პროდუქტს წინამდებარე წესების შესაბამისად;
- გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ არ გადასცემს თქვენს ავტორიზაციას მესამე პირს და არ გაამჟღავნებს კონფიდენციალურ ინფორმაციას;
ვეთანხმები, რასაც ვადასტურებ ღილაკზე ხელის დაჭერით.