ჩვენ შესახებ
აპტოს შოპი წარმოადგენს მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს აპტოს შოურუმს/ტრენინგ ცენტრსა და მაღაზიას, რომელიც მდებარეობს ორბელიანის N20/4-ში. 2018 წლის 11 ივნისს მოეწყო სივრცის საზეიმოდ გახსნა, ესთეტიკის სფეროს წამყვანი სპეციალისტების გარემოცვაში.
შოურუმი წარმოადგენს თანამედროვე, კომფორტულ, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ სივრცეს რომელიც იდეალურია სხვადასხვა ტიპის კონფერენციების, სემინარების და სასწავლო კურსების ჩასატარებლად. შოურუმში ასევე შესაძლებელია ლაივ დემონსტრაციების ტრანსლირება რომელსაც უზრუნველყოფს აპტოსის მაღალკვალიფიციური ტექნიკური გუნდი.სივრცის უპირატესობას წარმოადგენს ნათელი, კომფორტული გარემო რომელიც ასევე მოიცავს Coffee - break-ის ზონას, სადაც შეძლებთ მიირთვათ უგემრიელესი ყავა და ჩაი.
აპტოსის შოურუმში ყოველკვირეულად იმართება მრავალპროფილური სასწავლო ტრენინგები, სემინარები, ლაივ დემონსტრაციები და კურსები ექიმებისათვის. სასწავლო კურსები ხშირად იმართება როგორც უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალი ტრენერების ხელმძღვანელობით, ასევე კომპანია „აპტოსის“ დამფუძნებლების და ადგილობრივი ტრენერების ორგანიზებით.
აპტოს შოპი წარმოადგენს ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების პირველ ოფიციალურ მაღაზიას საქართველოში და ხელმისაწვდომს ხდის საუკეთესო პროდუქციას სერტიფიცირებული ექიმებისათვის. შოპში წარმოდგენილია წამყვანი ბრენდების (Juvederm, Mesoline, Zo skin, Pluryal, Emet, Skyndor, Aptos,Dr.Nice, Dr.Super ა.შ ) როგორც ინექციური პრეპარატები, კოსმეტიკური საშუალებები და ქირურგიული ინსტრუმენტები, ასევე სპეციალიზებული სამედიცინო ტანსაცმელი და ლიტერატურა. აპტოს შოპში პროდუქცია მუდმივად განახლებადია და წარმოდგენილი ბრენდების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. „აპტოს“ შოპის მეგობრული და მაღალკვალიფიციური კონსულტანტები მაქსიმალურად დეტალურად აწვდიან პროდუქციის შესახებ ინფორმაციას დაინტერესებულ ექიმებს და უზრუნველყოფენ სასიამოვნო ყიდვის გამოცდილებას.
პროდუქტიდაემატა კალათაში |