სიახლეები
უკან დაბრუნება
4 ივნისი 2018

კანის გაჯანსაღების ხელოვნება აღდგენა და გაახალგაზრდავება - ზეინ ობაჯი

აღწერა:
წიგნი წარმოადგენს ექიმების (დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები) სახელმძღვანელოს, რომელშიც განხილულია კანის გაახალგაზრდავების მეთოდები.
სახელმძღვანელო შეიცავს კანის ფიზიოლოგიისა და ანატომიის ფუნდამენტურ ცნებებს, კანის გაჯანსაღების, უჯრედული ფუნქციების აღდგენის, სხვადასხვა სახის პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევისას ამტანობის გაუმჯობესების მეთოდებსა და პრინციპებს.
ცალკეულ თავებში განხილულია კანის პათოლოგიის ისეთი გავრცელებული სახეობები, როგორიცაა პიგმენტაციის დარღვევა (მელაზმა, ჰიპო/ჰიპერპიგმენტაცია), სტრიქტურები ( ნაწიბურები, ნაოჭები),ფოტოდაზიანება,ანთებითი დაავადებები, როზაცეა და აკნე. მოყვანილია ტიპური კლინიკური შემთხვევების მაგალითები. წიგნი შეიცავს 200-ზე მეტ ილუსტრაციას.
მეორე ორიგინალური გამოცემა შეიცავს თანამედროვე მეთოდების სრულყოფილ განხილვას, ექიმ ზ.ობაჯის მიერ შემუშავებულ კანის რევიტალიზაციის ალგორითმებსა და მეთოდებს, რომელიც მის 35-წლიან პრაქტიკას ეფუძნება.

• თავი I
კანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის ახლებური ხედვა 
• თავი II
კანის სიჯანსაღის აღდგენის პრინციპები და ამოცანები
• თავი III
კანის სიჯანსაღის მხარდამჭერი გარეგანი გამოყენების პრეპარატები
• თავი IV
კანის ტიპების კლასიფიკაცია ზ.ობაჯის მიხედვით
• თავი V
კანის გაახალგაზრდავება
• თავი VI
დერმატოზული ანთებითი პროცესები, გამოწვეული სებოპროდუქციის დარღვევით, და მათი მკურნალობა
• თავი VII
სამედიცინო ასპექტები
• თავი VIII
ქიმიური პილინგის დამხმარე ნივთიერებათა მიმოხილვა
• თავი IX
ამქერცლავი ქიმიური პილინგები
• თავი X
ტრიქლორძმარმჟავის (ტძმ) პილინგი.  
• თავი XI
კანის გაპრიალების მეთოდები
• თავი XII
ლაზერები და სხვა ენერგიის წყაროები კანის გაახლაგაზრდავებისა და გაჯანსაღებისთვის
• თავი XIII
ნუტრიციდები და მათი როლი კანის სიჯანსაღის აღდგენაში
• თავი XIV
ექიმ ზ.ობაჯის ფილოსოფიური ხედვა
• თავი XV
კლინიკური შემთხვევები

ფასი - 120 ლარი. 

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 92 03 71
შიდა ნომერი:(560)

 

 

პროდუქტი
დაემატა კალათაში
კალათაში გადასვლა

რეგისტრაცია

პაროლის აღდგენა

ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა