ტრენერი:
ელენა რაზუმოვსკაია პლასტიკური ქირურგი, ინექციური მეთოდების საერთაშორისო ტრენერი-ექსპერტი, კომპანია "ალერგანის" მრჩეველი, კლინიკა "რენესანს-კოსმეტოლოგიას" მთავარი ექიმი (ქ. სამარა, რუსეთის ფედერაცია)
დღე 1
სახის ესთეტიკური შეფასების და კონსულტირების ემოციური შემადგენელი ნაწილი. ჰარმონული სურათის შექმნა MD Codes სისტემის დახმარებით
- პაციენტის კონსულტირება და მისი ემოციური შეფასება კორექციის პროგრამის ინდივიდუალური დაგეგმვისთვის.
- სახის ჩონჩხისა და სახის რბილი ქსოვილების სტრუქტურისა და კონსტიტუციური მახასიათებლების კლინიკური და ანატომიური ვარიანტები - საინექციო კორექციის მეთოდების გამოყენების საფუძველი
- კონსტიტუციური თვისებების და ასაკობრივი ცვლილებების მოცულობითი კორექციის ანატომიური დასაბუთება.
◽ სახის ესთეტიური დომინანტები.
◽ შუმბლის, პერიორბიტალური და საფეთქლის ზონების ტოპოგრაფიული ანატომია.
◽ ზედაპირული, ღრმა ცხიმოვანი პაკეტები და სახის მყესები. ინექციები სახის შუა მესამედში სახის ჩონჩხის ძვლოვანი სტრუქტურის გათვალისწინებით.
◽ სახის ქვედა მესამედის ზედაპირული მოცულობითი კორექცია. - მოცულობითი მეთოდების გამოყენების ოპტიმიზაცია კლინიკურ პრაქტიკაში, კორექციის საკვანძო ზონების შერჩევა.
◽ სახის ქვედა მესამედის კორექციის 12 აქცენტი.
◽ სუბმენთალური მონაკვეთის კორექციის თავისებურებები. - ჰარმონული სურათის შექმნა MD Codes სისტემის დახმარებით. კორექციის გრძელვადიანი პროგრამა.
დღე 2
ჰიალურონის საფუძველზე დამზადებული ფილერებით VYCROSS®-ის ტექნოლოგიით პერიორბიტალური ზონის კორექციის უნიკალურობა და უპირატესობები.
- საფეთქლის, შუბლის და პერიორბიტალური ზონის მოცულობითი კორექციის ანატომიური საფუძველი.
◽ საფეთქლის ზონის კორექცია.
◽ შუბლის არეს კორექციის დონები. - საცრემლე არხი. დინამიური და სტატიკური სინჯი, კორექციის ვარიანტები.
- А - ტიპის დეფორმაცია. კორექციის ტექნიკები.
- პრეპარატი JUVÉDERM® VOLITE - კანის სილამაზე და ჯანმრთელობა.
ტრენინგი ჩატარდება რუსულ ენაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ☎️ +995 577 282 191